• რეკლამა
  • კონტაქტი
13:41, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამერიკულმა დაზვერვამ, ტოსკანაში, ვლადიმერ პუტინის 700 მილიონ დოლარად შეფასებულ იახტას მიაგნო?!

ალია ავტორი - ალია
18:25 03-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
383

ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა აღმოაჩინა “პირველი მინიშნებები”, რომ 700 მილიონი დოლარის ღირებულების “სუპერიახტა”, რომელიც ამჟამად ტოსკანაში, Marina di Carrara-ს პორტშია, შესაძლოა ვლადიმერ პუტინს ეკუთვნოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული გამოცემა წერდა, რომ იტალიური, მხარე ტოსკანას ერთ-ერთ პორტში მდგომ 140 მეტრის სიგრძისა და 10 167 ტონის მქონე იახტა “შეჰერეზადეს” მფლობელის ვინაობას არკვევდა. როგორც ირკვევა, კომპანია The Italian Sea Group-მ არასწორი ინფორმაცია გასცა, როდესაც განაცხადა, რომ აღნიშნული იახტა სარემონტო სამუშაოების გამო იმყოფება  Marina di Carrara-ს პორტში და ის არ ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ამერიკის სადაზვერვო სამსახური, არ ამჟღავნებს იმ დეტალებს, რამაც ისინი ვლადიმერ პუტინის კვალზე გაიყვანა. გაი ბენეტ-პირსმა, „შეჰერეზადეს“ კაპიტანმა, კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ პუტინი არ იყო მფლობელი და რომ რუსეთის პრეზიდენტს იქ ფეხი არასდროს დაუდგამს, მაგრამ მფლობელის დასახელებისგან თავი შეიკავა. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ იახტა ეკუთვნის ისეთ პიროვნებას, რომელსაც სანქციები არ ეხება.

იტალიელმა სამართალდამცველებმა, უკვე შეაგროვეს საჭირო დოკუმენტაცია იახტის მესაკუთრეობის შესახებ, რომელთაც მთავრობას წარუდგენენ, შემდგომ სწორედ მთავრობა გადაწყვეტს, არის თუ არა იახტის მფლობელი, სანქციების სიაში მყოფი პირი. პროცესი, შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved