• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობა ახალ სააგენტოს ქმნის, რომელიც ბიუჯეტიდან 5 მილიონით დაფინანსდება

ალია ავტორი - ალია
16:34 03-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ახალ სსიპ-ს, “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს” ქმნის. აღსანიშნავია, რომ სივრცითი და ტერიტორიული მოწყობის მიმართულება აქამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ებარა. მთავრობის ინიციატივით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული  “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების პროექტით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2018 წლამდე აღნიშნულ ფუნქციას ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა და მისი ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა ე.წ. „მცირე მთავრობის“კონცეფციით იყო გამოწვეული.

კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის საფასური მიიღოს, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება.

წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავლები. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნენების ფარგლებში გამოყოფილი 5 მლნ ლარი სააგენტოს საქმიანობის განხორციელებისათვის გადაეცემა.

დოკუმენტის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით 12 მოხელეა დასაქმებული. მათი დარიცხული წლიური შრომის ანაზღაურება 317 280 ლარს შეადგენს. აღნიშნული რიცხოვნობა შესაბამისი შრომის ანაზღაურებით კი ახალ სააგენტოს გადაეცემა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანაზღაურება 5 500 ლარს შეადგენდა, მომავალში სააგენტოს ხელმძღვანელის სავარაუდო ანაზღაურების სახით კი 7 500 ლარია გათვალისწინებული. 2 200 ლარიდან 6 000 ლარამდე იზრდება ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობრივი სარგოც.

წარმოდგენილი ცვლილებების განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. გუშინ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ  წარუდგინა.

„მოგეხსნებათ, დღეის მდგომარეობით სივრცითი დაგეგმარების მიმართულება არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება გადავიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, არა დეპარტამენტის სახით, არამედ უფრო გაძლიერებულად სსიპ-ის სახით. მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას. ასევე მის სისტემაშია სამშენებლო რეგულაცია, ამიტომ ერთიანი ხედვის კუთხით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს მიმართულება ასე კომპლექსურად გადმოვიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved