• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრორუსული განწყობის გაძლიერება გორში – TV “სეზონში” ჟურნალისტებს უკრაინის მხარდაჭერის გამო დევნიან

ალია ავტორი - ალია
14:51 03-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

გორის ტელევიზია “სეზონს” თანამშრომლები ტოვებენ – მიზეზი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ტელევიზიის მფლობელი, გიორგი კანდელაკი, ნაომარ ქალაქში პრორუსული განწყობების გაძლიერებასა და უკრაინაში მიმდინარე ომზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.

კანდელაკსა და მის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი თანამშრომლების მიერ Facebook-ზე უკრაინის მხარდამჭერი პოსტების გამოქვეყნებით დაიწყო და მათი უმრავლესობის სამსახურიდან წასვლით დასრულდა.

“ვერ ვახერხებდი გაგვეკეთებინა ის, რაც გვთხოვდა ხელმძღვანელობა, ეს იყო რუსეთის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამაზე უარი განვაცხადე. Facebook-ზე გავაზიარეთ უკრაინის მხარდამჭერი ფოტოები და ესეც შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო ამ დაძაბული ურთიერთობის. რა წამს მოგვთხოვეს, რომ უნდა შეგვეცვალა პოზიცია, დავტოვეთ სამსახური”,- ამბობს არხის ყოფილი თანამშრომელი, თორნიკე მაისურაძე.

კანდელაკმა ტელევიზიის დირექტორად “ალტ ინფოს” წამყვანი და ჟურნალისტებზე მოძალადეების ადვოკატი, გიორგი მჟავანაძე დანიშნა.

“მაისურაძე არ იძახის მაგას, თქვენ იძახით, ჟურნალისტი. ნიკოლოზ მჟავანაძე არ არის პრორუსულად განწყობილი, ის არის პროქართული რა და ნახავთ თუ არ იქნება პროქართული”,- ამბობს TV სეზონის დამფუძნებელი, გიორგი კანდელაკი. 

ცნობისთვის, უფლებადამცველები ამბობენ, რომ ტელეკომპანია “სეზონში” განვითარებული მოვლენებით სისხლის სამართლის საქმეს რამდენიმე დანაშაული იკვეთება და კანდელაკის საქმიანობით სუს-ი უნდა დაინტერესდეს.  მათი თქმით, მოქალაქეებმა კანდელაკის სარესტორნე ქსელს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და რუსული პროპაგანდა არ დააფინანსონ.

წყარო: „მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved