უკრაინელმა მომღერალმა ანი ლორაკმა ომის შესახებ რამდენიმე პოსტის შემდეგ რუსეთი დატოვა. ლორაკის ამჟამინდელი მდებარეობა მისმა რუსმა თაყვანისმცემლებმა მისი ინსტაგრამის ანგარიშის მეტამონაცემების წყალობით გამოთვალეს.
ლორაკი ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. თუმცა, უცნობია, მომღერალმა სამუდამოდ დატოვა რუსეთი, თუ უბრალოდ, რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის პერიოდისთვის „დღესასწაული“ აირჩია, წერს უკრაინული გამოცემა.
ერთი კვირის წინ ლორაკმა გამოაქვეყნა პოსტი „არა ომს“. მალე მომღერალმა კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა უკრაინელ ბავშვებთან და ქალებთან ერთად, რომლებიც იძულებულნი არიან დაემალონ რუს დამპყრობლებს სარდაფებში.
მომღერალმა აღნიშნა, რომ მას სტკივა იმის ყურება, თუ როგორ კლავენ უკრაინელებს და “უსარგებლო” ომის დასრულებისკენ მოწოდება გააკეთა. მას ტექსტში არც პუტინის სახელი უხსენებია და არც თავად რუსეთი.
ანი ლორაკს 2014 წლიდან აკრიტიკებენ მისი პოზიციის გამო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. თავად ვარსკვლავი საუბარში ძირითადად თავს არიდებდა პოლიტიკურ თემებს.














კომენტარები