• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეზიზღება ეს სახელმწიფო.. 80% ბიძოს ჯიბეში… დანარჩენი კი გატყდება ქურდულად… “მე მომცეს სამსახური.. განა უმადური ვარ?.. ” – “ოცნების” ჩინოვნიკი

ალია ავტორი - ალია
23:02 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,064

გიორგი ჯავახაძე, ალია

 

ერთ საჯარო მოხელეზე გიამბობთ, იანვარში თავისით მომწერა ეს ტექსტი, სადაც ყველა მაინდენტიფიცირებელი ნიშანი წავშალე:

“ფეოდალურ ოლიგარქიული რეჟიმია!.. მათი ნასუფრალისა და ტაშის მკვრელების ინტერესებზე მორგებული სახელმწიფოა. მოვიდნენ ხიშნიკები, ღარიბას კლანი შემოდის მე მთავრობა ხალხის მინ. 80% ინტერესების გამტარებელი მინდა, თორემ გადასახადების აკრეფვას და დასჯას მურვან ყრუ უკეთ ახერხებდა!. მეც მომცეს სამსახური.. განა უმადური ვარ?.. მაგრამ მე ნორმალურად და ქვეყანა ჭაობში… ეს არაა სიხარულის წინაპირობა. უზრდელი წუკი (წულუკიანი) რომ იქნება ამ ქვეყანაში რამე… მეზიზღება ეს სახელმწიფო.. წამოვალ სკანდალით და ლაივში ჩართვით. აი მერე კი უკვე მტერი ვარ ამათი.. ნაც-ქოცისა.

80% ბიძოს ჯიბეში… დანარჩენი კი გატყდება ქურდულად გადაუხდიან საკუთარ კომპანიებს. რესურსი არ ეყოფად და სხვას შუამავლად მოევლინებიან, ტენდერში ატკატებით. რაო არ იყო თუ? შენ გიჯდება მაქს 300$.. გიხდი 800$ მაგრამ 300 უკან უნდა დააბრუნო.. ეს სქემაა ხოდა ყველა კმაყოფილია. ბიძოც, ღარიბაც, კომპანიაც, მაგრამ..სახელმწიფო?ამიტომ მეზიზღება ასეთი სახელმწიფო… 200 ლიმონს რომ მოტეხავენ, გასაყოფად ყველას ეყოფა. აუდიტსაც, პროკურორსაც, მოსამართლესაც და ა.შ.

ჩვენ სუსი გვიჭერს მხარს. მაგათზე რომ არის კომპრომატები, ისეთი უნდა… წამლები კი არადა ნარკოტიკი შედიოდა წუკის დროს ციხეში… ერთი დაიჭირეს, წვერით შეჰქონდა ჰეროინი და გაუშვეს… ნუ გავაშვებინეს გასაგები მიზეზის გამო. რაც ამ კლანურ და გაუმაძღარ რეჟიმს შეასუსტებს, მეც ის გამიხარდება..

არ შეიძლება გააკეთო, მილიონი დახარჯო და 2 წელიწადში ისევ ახლიდან იყოს გასაკეთებელი.. არ ესიამოვნათ ხიიშნიკებს, მკიდიაო.. მესამე პირზე გადავა პასუხისმგებლობაო… გაგიგიათ ჩინოსანი ასე ფიქრობდეს?.. თუმცა, მთელი სახელმწიფო მესამე პირზე არ არის გადაცემული?”

 

ხოდა, ჩინოვნიკი, რომელმაც ეს იანვარში მომწერა, ახლა გამწარებული ლანძღავს ზელენსკის, უკრაინას და თქვენ წარმოიდგინეთ, ალექსანდრე ყაზბეგსაც კი, კაცო, ჩვენ ალექსანდრე ყაზბეგს, ვინ იცის სიმართლეს წერდა, თუ არაო, იქნება სულაც არ აუპატიურებდა ჩვენ ქართველ ქალებს რუსი სალდათებიო… სამაგიეროდ ოცნების ქებაში ძვრება სული, აკაკუნებს და აკაკუნებს, ჩვენი ძვირფასო მთავრობის შეცვლა უნდათ, უკრაინა თუ ომს მოიგებს და თუ რუსეთმა წააგო, დაგვერხევა, ოცნებას შეგვიცვლიან და რა გვეშველება, დავიღუპებითო…

ის ადამიანი, თავისით რომ მომწერა და ერთ აბზაცში ორჯერ დაწერა, მეზიზღებიანო, ამეებს წერს ახლა.

მივწერე პირადში, რასა უბნობ, მა რას მწერდი ერთი თვის წინთქო და ბოდიშიო…

ეტყობა, ის ორი ლუკმაა ყველაფერი, რასაც გვიგდებენ, კუჭზე გადის, როგორც ჩანს ყველა გზა, თავმოყვარეობის, კაცობის, ქართველობის გზაც კუჭზე გადის, როგორც ჩანს. მაგრამ რა წამსაც პატარაზე აგიცდება ფეხი, ოცნება და ივანიშვილო, ეს ხალხი გადაგივლით პირველ რიგში, რადგან ეზიზღებით, არავინ და არაფერი რომ არ ეზიზღებათ, ისე ეზიზღებით, რადგან თქვენ მათ მთავარზე, ღირსებაზე აიძულეთ ხელის აღება, თქვენ მათ აიძულებთ, ყველას წაართვან, ღატაკსაც და უპოვარსაც და მოგიტანოთ, მერე კი გაქონ, გაქონ, იმ დაწყევლილი ორი ნაჭერი პურის გამო, უკარაქო პურის გამო, კარაქიანი პური სადაა, სადღაა კარაქი? კარაქი რუსებისთვის გვაქვს მისართმევი, რადგან, ოპერაცია, გადაარჩინე პუტინი – ჩაეშვა!”

 

„ოცნების“ სპეცოპერაცია – „გადავარჩინო პუტინი“ დაიწყო!

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილირუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved