• რეკლამა
  • კონტაქტი
22:12, ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამივე ქვეყანა კორუმპირებულია. ჩვენ არ გვინდა ისინი ევროკავშირში ვიხილოთ!”-Le Figaro-ს გამოკითხვის შედეგები

ალია ავტორი - ალია
11:39 03-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,794

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე (10 აპრილამდე) ერთი თვით ადრე, გუშინ, 9 მარტს გაზეთმა „ლე ფიგარომ“, იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროპის საბჭოში განაცხადი შეიტანეს ევროკავშირში „დაჩქარებული მიღების“ თაობაზე, თავის მკითხველებში გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა და მათ ერთი კითხვა დაუსვა: „უკრაინა, მოლდოვა და საქართველო: ეთანხმებით თუ არა მათ სწრაფვას ევროკავშირში ინტეგრირების მიზნით?“.

10 მარტის დილის 10 საათის მდგომარეობით, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 141 262  ადამიანმა. პასუხები ასე განაწილდა: „დიახ“ – 35,58%; „არა“ – 64,42%. გამოკითხვის პროცესი გრძელდება.

პასუხებს თან ერთვის გამოკითხვის მონაწილეთა კომენტარებიც. გთავაზობთ მათგან რამდენიმეს:

„სამივე ქვეყანა კორუმპირებულია. ჩვენ არ გვინდა ისინი ევროკავშირში ვიხილოთ“.

„არა, ამ ქვეყნების არსებობა ისევ დიდ რუსეთთან არის მიზანშეწონილი“;

„ამ ქვეყნების მიღებას ევროკავშირში აზრი არ აქვს. ისინი ჩვენთან იმიტომ მოდიან, რომ პუტინს გაურბიან, ჩვენ კი რუსეთს ელემენტარულ წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ“;

„უკრაინამ ბუფერული სახელმწიფოს როლი უნდა შეასრულოს, ის ერთგვარი შლუზი უნდა იყოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის“;

„უკრაინას 30 წელი მაინც დასჭირდება, რომ აზრზე მოვიდეს“;

„უკრაინის მიღება კი არა, დროა საფრანგეთი გავიდეს ევროკავშირიდან“;

„დიახ“, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება“;

„ბევრი ვიფიქრე და მათ მიღებას დავეთანხმე. „დიახ“, მაგრამ ეს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოხდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ ცხოვრების დონემ შესამჩნევად მოიმატოს, კორუფციის დონე კი შემცირდეს, გაიზარდოს ხელფასები… ბოლოს და ბოლოს, ეს ქვეყნები უფრო ევროპულად ითვლებიან, ვიდრე თურქეთი, რომელიც ჩვენთან გაერთიანებას დიდი ხანია ცდილობს“;

„დიახ, მე ვეთანხმები მათ მიღებას. მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის წევრობას დიდი ხნის პროცესი დასჭირდება – ათი და თხუთმეტი წელიც.  ისინი უნდა მოემზადონ. ამასობაში კი თვითონ ევროკავშირიც შეცვლის ახალი წევრების მიღების წესებს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved