• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გავლენის ქვეშ აკეთებს განცხადებებს დღევანდელი უკრაინული ხელისუფლება – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
00:59 03-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
520

როდესაც უვიზო რეჟიმის დროს მოლაპარაკებები მიდიოდა ევროკავშირისა და საქართველოს ურყევი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ დაგვშორებოდა უკრაინა და ჩვენ არ დავშორებოდით უკრაინას. ჩვენს ჩვენს თავს განვიხილავდით ერთი ღირებულებების მატარებელ ხალხებად, რომლებიც ერთად მიისწრაფვიან ევროპული სივრცისკენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„თუკი ევროკავშირი ახლა ამ პოზიციას შეიცვლის, ეს რა თქმა უნდა გასაოცარი იქნებოდა. უკრაინამ რომ პოზიცია შეიცვალა და თვლის, რომ მხოლოდ ის იმსახურებს წინსვლას, ისინი ამას ასაბუთებენ, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ ჩვენ დაზარალებულები მანამდე ვიყავით და არ მგონია ღირსეული საუბარია რომ ახლა შევადაროთ ვინ რამდენად დაზარალდა. თუ დაზარალებულებაზეა საუბარი, 2008 წელს ჩვენ ვიყავით დაზარალებული, ასევე ხელში გვიჭირავს სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი, უკრაინის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ჯერ კიდევ არსებითად არ უმსჯელია. ჩვენს საჩივარზე იმსჯელა და ჩვენ ვართ ის პირველი რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გამარჯვების ვერდიქტი გამოიტანა და სადაც თქვა, რომ ეს არის ოკუპაცია, რომ საქართველოსა და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, დევნილები უნდა დაბრუნდნენ და ა.შ. ამიტომ ჩვენ სამართლებრივად ვართ უკეთესად შეიარაღებული, როგორც ძმებმა არ უნდა ისაუბრონ იმაზე, ვინ ვის სჯობს, ჩვენ სწორედ ამ ჭრილში ვხედავთ ამას და სავარაუდოდ, მეორე მხრიდან, სავარაუდოდ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის„ წარმომადგენლების გავლენის ქვეშ დღევანდელი უკრაინული ხელისუფლება, რომელსაც ძალიან დიდი გასაჭირი ადგას აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს. მაგრამ მოდი ვთქვათ – არა უშავს, რადგან საომარი მდგომარეობაა იქ და ვერაფერი შეარყევს იმ დიდ ტრადიციულ მეგობრობას რაც ჩვენს ხალხებს შორის არის და იმედი მაქვს ასე დარჩება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved