სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აჭარაში, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ და აჭარის უმაღლეს საბჭოში, მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ. საგანგებო განცხადება ოპოზიციონერებმა დღევანდელ ბრფინგზე გააკეთეს.
ისინი მოუწოდებენ კოლეგებს, მათ შორის ოცნებიდან, გაემიჯნონ რიჟვაძის განცხადებებს და ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი აზრი.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ დასმულ შეკითხვაზე – ვინ დაიწყო ომი, ჟურნალისტები “დარგის ექსპერტებთან” გადაამისამართა.
ოპოზიციის შეფასებით ამ პოზიციით რიჟვაძე ღიად გამოხატავს რუსულ ნარატივსა და აგრესორის მხარდაჭერას.
კომენტარები