რუსეთი ევროპის საბჭოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობებით, რუსეთის გარეშე. ევროკავშირსა და ნატო-ში რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავიანთი აბსოლუტური უმრავლესობის ბოროტად გამოყენებით, განაგრძობენ ევროპის საბჭოსა და ევროპაში საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის დანგრევის“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა უკრაინაში ინტერვენციის ფონზე.
კომენტარები