ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„მსოფლიოში გრძელდება პანდემიის შესწავლა და ცვალებადი დინამიკა არის. ზოგან იმატებს, ზოგან იკლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა. 26-დან 32-მდე მაინც არის გარდაცვალება დღეში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები