• რეკლამა
  • კონტაქტი
05:44, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წამაქცია, წიხლებით ჩამტენა მანქანაში, იდაყვს მაჭერდა ყელზე და ნეკნებში… ისინი, ვინც ტუალეტის ქაღალსა და ფქვილს იწუნებთ, სიტუაციის სიმძიმეს ვერ აღიქვამთ” – ნოდარ რუხაძე

ალია ავტორი - ალია
00:23 03-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,205

ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე, რომელიც 7 მარტის ღამით, აქციაზე ყოფნის დროს დააკავეს, წერს:

 

“ბევრი მაქვს სათქმელი და არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველი, ალბათ, მადლობა და ბოდიში იქნება. მადლობა ყველას გვერით დგომისთვის და ბოდიში ჩემს ოჯახს, რომლებსაც მუდმივად უწევთ ჩემ გამო ნერვიულობა. შევეცდები სათქმელი რამდენიმე ნაწილად გავყო:

დაკავება:

როგორც იცით, მთლიანი სამოქალაქო მოძრაობა და ჩვენი მეგობრები ტუალეტის ქაღალდის სროლისთვის დაგვაკავეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, 7 მარტს. დაკავება არა მყისიერად, არამედ ტუალეტის ქაღალდების სროლიდან 40-50 წუთის შემდეგ მოხდა; პოლიცია ჩაგვისაფრდა და დაგველოდა, სანამ ხალხი წავიდოდა და ცოტანი დავრჩებოდით. სწორედ ამის შემდეგ გვსტაცეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩაგვტენეს მანქანებში. პირადად მე ამ დროს ტროტუარზე ვიდექი და სხვისი (თუ არ ვცდები, გიგა მაქარაშვილის) დაკავების კადრებს ვიღებდი. ჩემი დამკავებელი იყო ლაშა სალუქვაძე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე გამეცნო. ჯერ წამაქცია და შემდეგ წიხლებით ჩამტენა მანქანაში. კანცელარიიდან სამინისტროს “შუშებიან” შენობამდე ვიმგზავრეთ პირზე ხელებაფარებულმა – ერთი ლაპარაკის საშუალებას არ მაძლებდა და მეორე იდაყვს მაჭერდა ყელზე და ნეკნებში.

გაფორმება:

“შუშებიან” შენობაში მისვლისთანავე, ჩემს დამკავებელს ვუყვიროდი, რომ თავად გაეფორმებინა ჩემი დაკავების ოქმი. ამ შემთხვევაში თავად მოუწევდა სასამართლო პროცესზე მოსვლა და არა 25 წლის ახალბედა პოლიციელ “ცრუ მოწმეს”, როგორც აკეთებენ ხოლმე. ამაზე ლაშა სალუქვაძემ მიპასუხა: “შენნაირს დღეში ხუთასს ვაკავებ, ყველას სასამართლოებზე მე ხომ არ ვირბენ.” ამ შემთხვევაშიც ჩემი დაკავების ოქმი 25 წლის ბიჭმა გააფორმა, რომელიც დაკავების ადგილზე არ ყოფილა, თუმცა, დაჟინებით ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი და არ ვემორჩილებოდი.

იზოლატორი N1:

უკვე 8 მარტს, დილის სამი საათისთვის, დიღმის მთავარი სამმართველოს იზოლატორში შეგვიყვანეს; ოთახებში დაგვხვდა სიცივე. როგორც აღმოჩნდა, ამ იზოლატორს საერთოდ არ იყენებენ დაკავებულების მოსათავსებლად და სპეციალურად ჩვენთვის გახსნეს. შიგნით ისე ციოდა, როგორც გარეთ. პირიდან ორთქლი გამოდიოდა და პლედების მიუხედავად, ვერ ვთბებოდით, ვერც დავიძინეთ. ყველა დაკავებული გადაგვანაწილეს სხვადასხვა ოთახში, სადაც ერთმანეთის ხმა კარგად არ გვესმოდა. გავიდა რამდენიმე საათი და გამთენიისას, როდესაც გათბობა ისევ არ ჩართეს, დავიწყეთ ყვირილი და ხმაური, კარებზე ფეხის დარტყმით. ყურადღებას არავინ გვაქცევდა. ამ დროს ისეთი გაყინული ვიყავი, ასანთის ღერის ანთება გამიჭირდა, ანტისანიტარიასა და მწერებზე აღარაფერს ვამბობ.

გადაყვანა ზაჰესში:

დღის 12 საათისკენ ჩემთან შემოვიდნენ და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი და მიშვებდნენ. წამოვდექი, ნივთები ჩავალაგე და გარეთ როცა გავედი, ისევ ხელბორკილები დამადეს და მანქანაში ჩამტენეს – ასე ადვილად ვერ დაგვიძვრები, ზაჰესში მივდივართო.

სასამართლოს იზოლატორი:

13:00 საათიდან ზაჰესში ვიყავი, აქ გათბობა ჩართული იყო. უკვე დღეს დილით, 9 მარტს 12:00 საათისკენ, სასამართლოს იზოლატორში გადამიყვანეს. ამ დროიდან საღამოს 6 საათამდე, ანუ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ვიყავი დაბმული – აგრესიული ხარო. ბოლომდე მოჭერილი ბორკილები, ხელები ზურგს უკან, თუ არ ჩავთვლით მცირე პაუზას, როდესაც საპირფარეშოში გამიყვანეს. აქვე, სასამართლოს იზოლატორში ერთ-ერთი მთავარი უფორმო პოლიციელი, რომელიც სხვებს დავალებებს აძლევდა, მე და ზუკა ბერძენიშვილს დაგვპირდა, ფორმას გავიხდი და ქუჩაში გაგცემთ საკადრის პასუხს, კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სახეო.

ახლა რაც შეეხება პოლიციელებს, ზოგადად.

ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა ინდოქტრინიზენულია. მათ ზუსტად იციან, რომ ემსახურებიან მმართველ ძალას და ეს მოსწონთ. ამ სამსახურის შესრულების დროს იღებენ სიტყვიერ შექებას, მოწონებასა და პრემიებს. ურთიერთ-დედის გინებისა და წაძაბვების ფონზე, აშკარად აფიქსირებენ სიმპატიას მმართველი პარტიის მიმართ და ამბობენ, რომ “ჩვენნაირებს” უარესი წინ გველის. დამცინავი და ირონიული საუბრის პარალელურად, ერთმა ისიც მითხრა, რომ ჩვენ ომი გვინდა და ომის პარტიას უკან “ხელისუფლებაში” არ დააბრუნებენ. “ესენი ომში წამსვლელები არიან? ამათი…” დარწმუნებული ვარ, მესიჯბოქსი გეცნობათ.

ეს ჩემი მეოთხე დაკავებაა და პირადად მე არასოდეს მინახავს პოლიციელები ასეთი გაბოროტებულები, აგრესიულები და ცინიზმით სავსეები. ის ადამიანები კი, რომლებიც ტუალეტის ქაღალსა და ფქვილს იწუნებთ, მგონია, რომ სიტუაციის სიმძიმეს ვერ აღიქვამთ და ადეკვატურად ვერ აფასებთ მას. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ 18 მარტს დემონსტრციულად დაგვსჯიან და რამდენიმე დღე გამოგვკეტავენ, როგორც ეს გომელაურმა დაგვიანონსა. თუმცა, ეს არავის გააჩერებს, არამედ პირიქით, იქნება მეტი ტუალეტის ქაღალდი, მეტი ფქვილი, მეტი კვერცხი და მეტი… სანამ რუსულ ხელისუფლებას არ გავუშვებთ!

#StandWithUkraine”

თეგები: არა რუსეთს!ნოდარ რუხაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved