• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავადოთ სანქციები ДНР-სა და ЛНР-ის ლიდერებს – “სამტრედიასთან რკინიგზის გადაკეტვით” მოსკოვში შიმშილის გამოწვევა შეუძლებელია” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:27 03-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
169

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“შეიძლება ამ საკითხებზე შევთანხმდეთ? საზოგადოების ნაწილი მაინც…

  1. გლობალური მნიშვნელობის ომის მიმდინარეობისას მთავრობის გადადგომის, დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა არის ბოროტება და უგუნურობა (ცხადია, რუსეთთან შეერთება ან რაიმე სხვა საშინელება თუ გადაწყვიტა მოქმედმა ხელისუფლებამ პირობა იცვლება).

კეჩუპების მოსხმის, ბრინჯის მიმოფანტვის დრო არ არის. სერიოზულად ვერ უნდა აღვიქვამდეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც საღამოს პრემიერ-მინისტრის ოფისის ბლოკირების პირობას დებენ და დილით სამ კაცს ვერ კრებენ პიკეტზე.

არც არახამიების მოსმენის დრო არ არის.

  1. რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას აზრი არ აქვს. სასაცილოა, საქართველოსნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისგან რუსეთის სანქცირებაზე საუბარი. თან მეზობელ სომხეთს არ უნდა შევუქმნათ გამოუვალი მდგომარეობა, ისედაც ჩვენსავით ღარიბები არიან…

მოკლედ, “სამტრედიასთან რკინიგზის გადაკეტვით” მოსკოვში შიმშილის გამოწვევა შეუძლებელია.

დავადოთ სანქციები ДНР-სა და ЛНР-ის ლიდერებს.

  1. სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ეუთოს, ევროსაბჭოს, გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მომზადებული რეზოლუციების დამტკიცების დროს. ხელი შეუწყოს უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, დევნილების თუნდაც სიმბოლური რაოდენობით მიღებას (მეორე მსოფლიო ომის დროსაც ხომ მივიღეთ უკრაინელები) და ა.შ. სოციალური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ ჩაგრული და მებრძოლი ხალხისთვის.

საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი საინფორმაციო არხი უნდა აკავშირებდეს უკრაინასთან, ვიდრე ენმ-ს.

პრეზიდენტმა უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა დასავლეთში, მთავრობა ხელს უნდა უწყობდეს პრეზიდენტს ხიდების მშენებლობაში, საქართველოსა და უკრაინის საერთო ინტერესების დაცვაში.

  1. საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რუსი დემოკრატების დევნაზე, შევიწროვებაზე, ქვეყნიდან გაძევებაზე.

არავინ გვაპატიებს, პირველი რიგში ღმერთი და საკუთარი სინდისი, ჯოჯოხეთიდან დევნილი ადამიანების ჯოჯოხეთში შებრუნებას.

  1. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გულწრფელად უნდა უპასუხონ კითხვებს:

– რა საფრთხეს შეიცავს გლობალურ სანქციებს გამოქცეული ათასობით რუსის საქართველოში შემოშვება? არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ მათი რაოდენობის ზრდას მტერი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს?

– რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას? ან საზღვარზე კონტროლის გაძლიერებას? რა საფრთხეებს შეიცავს ეს ნაბიჯი და რამდენად შესაძლებელია მისი გადადგმა?

ამის შემდეგ უნდა შევადაროთ რისკები და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება…

  1. არა ნაციზმს! არა გია ნოდიას მიერ კურთხეულ პროვინციულ ფაშიზმს! ნუ დასდევთ საქართველოში შემოსულ რუსებს კამერებით, ნუ უწყობთ მორალურ სასამართლოებს ქუჩაში, ნუ აძლევთ საკვებს მარგარიტა სიმონიანებსა და სხვა “პროპაგანდონებს”… მათთან დიალოგში შესვლა და საკუთარი პოზიციის არგუმენტებით ჩამოყალიბებაც ხომ შეიძლება? მაგრამ “ლაივზე ლაიქები” და გნიასი არ იქნება! მათ საქართველოში ყოფნაზე პასუხი მთავრობას უნდა მოვთხოვოთ და არა თითოეულ მათგანს.

სირცვილია იმის თქმა, რომ “ყველა რუსი ღორია!” ან “რუსეთის მხოლოდ 10%-ია ღირსეული, დანარჩენები მეზიზღებიან”. უნდა გვეზიზღებოდეს იმპერიალიზმი, ავტორიტარიზმი, მილიტარიზმი, ვერ უნდა ვიტანდეთ მკვლელებსა და დამნაშავეებს, და არა იმ ხალხს, რომელიც მათგან ვერ თავისუფლდება.

  1. შესანიშნავი კომპოზიციის “შენი ფანჯრიდან მზეეე, სუუულ სხვანაირი ჩააანს” ავტორთან წავიკითხე უზუსტესი მოსაზრება. ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიჰყიდეს; რომლებიც გვეუბნებოდნენ “ფულს სუნი არ აქვსო”(მათ შორის არც რუსულსო), დღეს ერთოთახიანი ბინის გაქირავებით მოსულდგმულე ადამიანს ამუნათებენ სახლში რუსების შეყვანის გამო… რა ქნან? ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდეთ ძველებმაც და ახლებმაც, შიმშილით მოკვდნენ?

სხვა საქმეა თუ ადამიანს შემოსავალი აქვს, არ შია და არ წყურია, მაგრამ კარს მაინც უღებს რუსეთიდან საქართველოში “ზარას”, “ეფლისა” და “აუდის” მომსახურეობის მისაღებად ჩამოსულ არამზადას.

  1. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს რა ელის მომავალში საქართველოს? უკრაინაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორია, სანქცირებულ რუსეთთან და მის მოკავშირეებთანაც (ყაზახისტანი, ბელარუსი, სსომხეთი) მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს… გარდაუვალია ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რითი ვუმკლავდებით? რას ვგეგმავთ?
  2. აბსოლუტური სიწყნარე უნდა იყოს ერთმანეთის ჭამა-სმის თვალსაზრისით. მხოლოდ საგნობრივი და სერიოზული დისკუსიებია დასაშვები.
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

16:31 06-09-2025
ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია – თიბისი ბანკი
ახალი ამბები

ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია – თიბისი ბანკი

13:53 06-09-2025
აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved