„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:
„კამათი მომიწია ერთერთ ბიზნესმენთან, რომელიც მიხსნიდა მე პოლიტიკაში არავისკენ ვარ, უკრაინაში მწვანილი ჩამიწვა, ზარალს ვიღებ და რუსეთის ბაზარი როგორ არ გამოვიყენოო.
მცოცავი ფრენას ვერ შეძლებს – თავისთავად, მაგრამ ეს ცალკე იყოს.
იმედია უმცირესობაში ხართ ისეთი ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინაში ზარალს იღებთ და რუსეთში გინდათ აინაზღაუროთ.
გასამართლდებით, თავს იღუპავთ, დამიჯერეთ – არ ვიტყუები.
არც უკრაინელი ხალხის ღალატით მიღებული დივიდენდები შეგრჩებათ – უკრაინელი ბავშვების სისხლიანია ეგ ფული, რასაც აიღებთ, შხამად შეგერგებათ, გარდა იმისა, რომ გასამართლდებით უმკაცრესად.“
კომენტარები