• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:31 03-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,045

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

„რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია. ომის დაწყების შემდეგ რუსული პროპაგანდისტული მედიის თვალყურის დევნებას აუცილებლად ვთვლი. ხოდა, მოკლედ, შემოვარდა დღეს სალავიოვი აქოშინებული სტუდიაში. აი, ის სალავიოვი, კომოს ტბაზე 2 ვილა რომ ჩამოართვა გუშინ იტალიის ხელისუფლებამ.
აქამდე ნაციკებიო, დონბასიო, მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა დავიცვათო, მერე დიდი რუსულ/სლავური სახელმწიფო უნდა აღვადგინოთო, დიახაცო.
ნუ, მოკლედ, ახალი ვერსია აქვთ დღეიდან: იმიტომ შევვარდით უკრაინაში ასე სასწრაფოდ, რომ ატომურ ბომბს ამზადებდნენო. ბირთვული რაკეტა სამ თვეში ექნებოდათო, ჭუჭყიანი ბომბი მგონი უკვე აქვთო, ტასი იუწყება ჩვენს დაზვერვაზე დაყრდნობითო. 2014 წლიდან მუშაობენ ეგენი ბირთვული იარაღის შექმნაზეო, დოკუმენტები ჩაგვივარდა ხელშიო, ნაწილი გაანადგურეს და ნაწილი ლვოვში გააქციესო. მოკლედ, დიდი ეჭვი გვაქვს, უკვე აქვთ ატომური ბომბიო, კვალსაც ვიპოვით მალეო. ახლა ხო გასაგებია რატომ შევიჭერითო.
ჩვენ ადრეც ვლაპარაკობდით ატომურ ბომბებზე, უკრაინა ამზადებსო და დასავლეთს არაფრის არ ჯერა რასაც რუსეთი ამბობო, ხოდა ბეწვზე მივუსწარით ზელენსკის რომ ატომური ბომბი არ დაამზადოსო.
თან შიგადაშიგ რაღაცეებს აყოლებდა, ახლა მსოფლიო კიდევ უარესს გვიპირებსო, ვენესუელადან და ირანიდან აპირებენ ამერიკელები ნავთობის ყიდვას რომ ჩვენ მოგვტეხონო, ახლა ჩვენ ვხდებით ირანიო.
ახლა ვარკვევთო, ატომური ბომბის დამზადებაში ამერიკელები უფრო ეხმარებოდნენ უკრაინას თუ ბრიტანელებიო.
მოკლედ, ძალიან დამძიმდნენ ესენი. ხვდებიან, რომ საკუთარ მოსახლეობას ვეღარ უხსნიან, რატომ ვეღარ უნდა იყიდოს სმეტანა რიგითმა რუსმა პუტინის ბოდივით იმპერიული იდეების გამო, ან რატომ შევარდნენ უკრაინაში, თუ არაფერი გათვლილი არ ქონოდათ, და ახლა გადაწყვიტეს ამტკიცონ, უკრაინაში რომ არ შევჭრილიყავით ზელენსკი ატომურ ბომბს გვესროდაო. უი, თან დაამატა, ზელენსკი სააკაშვილის ხაფანგშიაო გაბმული. მოკლედ, მგონი კობახიძე ყავთ მრჩევლად. ჯერ სად ხართ. დამძიმება მალე ნახეთ.“
თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved