• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

რა მდგომარეობაა უკრაინაში ფრონტის ხაზზე – ოფიციალური კიევის ცნობები

ალია ავტორი - ალია
13:05 03-03-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71
უკვე 8 დღეა, უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთი ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრა.

ოფიციალური კიევის განცხადებით, 3 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით:

  • საოკუპაციო ძალებმა წინსვლა ვერ შეძლეს ვერც ერთ ტერიტორიაზე, რომელსაც თავს ესხმიან, ამიტომ, შეცვალეს ტაქტიკა და დიდი ქალაქების საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ ღამის საათებში.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საზღვრების მტკიცედ დაცვას, კონტრშეტევებს და საპასუხო თავდასხმებს, ბლოკავენ ოკუპანტების ძალებს სხვადასხვა მიმართულებით.
  • ვოლინის მხარეს, სახელმწიფო საზღვართან გრძელდება მტრის მობილიზება.
  • 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა. მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო”დაუყოვნებლივ გააგრძელებს” უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას.
  • პოლისიას რეგიონში მტერი ცდილობს, შეტევა მიიტანოს კოზაროვიჩის, ვიშჰოროდის, ფასტივის და ობუხივის დასახლებების მიდამოებში. ასევე, რუსების საველე საველე ლოგისტიკური ბანაკების შემდგომი განლაგება შეინიშნება ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონშჩინას რაიონებში.
  • ჩრდილოეთის მხარეს რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა – ქალაქებში ჩერნიგოვი, ნიჟნი და სუმი, ლებედინ და ოხტირკა რუსები ცდილობენ, თავიდან აირიდონ უკრაინულ არმიასთან დაპირისპირება, ასევე, ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბნებამდე.
  • მტრის შენაერთები და ქვედანაყოფები კონცენტრირებულები იყვნენ ბარიშევკას, ნოვა ბასანის და ლიუბეჩის დასახლებების მიმდებარედ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 არმიის შენაერთმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები, გადაჯგუფდა და ცდილობს შეტევას ბროვარისა და კიევის მიმართულებით.
  • სლობოჟანსკის მხარეს მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაქლიას რაიონებში, ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვას მიმართულებით და აქვს დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსების კატასტროფული საჭიროება.
  • დონეცკის მიმართულებით 1-ლი და მე-2 არმიის კორპუსის ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვი აიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონებში. მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას.
  • ტავრიას მხარეს მტერი შეტევებს არ წყვეტს.
  • შავი ზღვის საოპერაციო ზონაში საზღვაო ფლოტი არ წყვეტს სამოქალაქო გემების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების გატაცებას.
  • რუსეთმა ოფიციალურად პირველად აღიარა თავისი ჯარისკაცების მასობრივად სიკვდილი და დაჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილია 498 სამხედრო, დაჭრილია 1597.
  • მტრის ძალების ნაწილი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ენერჰოდარის, ვასილივკას, ტოკმაკის, ნოვოპეტრივკას რაიონებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე გენერალური არმიის 205-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ოპერატიული რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ, ის აგრძელებს შეტევას ზაპოროჟიასა და მარიუპოლის გარეუბნებამდე მისვლის მიზნით.
  • რუსულმა ჯარმა ჩამოაგდო და გაანადგურა მცირე სადესანტო ჯგუფი.
  • შავ ზღვაში ოდესის მიმართულებით მოძრაობს 4 რუსული სამხედრო გემი, 3 მათგანი აღჭურვილია რაკეტით.
წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved