• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი, ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს“ – ზალკალიანი შმიგალის წერილზე

ალია ავტორი - ალია
23:37 02-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

ირაკლი ღარიბაშვილსა და დენის შმიგალს ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ძმური ურთიერთობა აქვთ და ეჭვი მაქვს, რომ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ქართულად დაწერილი ტექსტი ბევრ ეჭვებს აჩენს, -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ვიცე პრემიერის თქმით, მისთვის გასაგებია უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება, ემოციური ფონი და როგორც მანამდე ედგა გვერდში საქართველო უკრაინელ ძმებს, ისე დაუდგება მომავალშიც.

„მე მითხრეს დენის შმიგალის ტვიტის შესახებ, მითხრეს, რომ ეს ქართულ ენაზე არის გაკეთებული. მესმის ეს ემოციური ფონი, რომელიც შექმნილია უკრაინაში. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობაა და ის ურთიერთობა, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მე ეჭვი მაქვს, რომ აქ აი ამ ტვიტის შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული. ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი, ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს, მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება ესეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა, ის გვერდში დგომა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, ურყევი და შეუქცევადია და როგორც მანამდე ვედექით გვერდში ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

თეგები: დავით ზალკალიანიდენის შმიგელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved