ზღვისპირა ქალაქი ბერდიანსკის მერი ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მის ქალაქში დაიკავეს ყველა ადმინისტრაციული შენობა.
ამის შესახებ მერმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“რამდენიმე საათის წინ გავხდით მოწმეები თუ ქალაქის ტერიტორიაზე როგორ შემოვიდა საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღებული სამხედროები და დაიწყეს გადაადგილება ჩვენი მშობლიური ქალაქის მთელ ტერიტორიაზე”, – ამბობს მერი.
მერი ამბობს, რომ ოკუპანტები მის ადმინისტრაციულ შენობაშიც შევიდნენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, მერსა და მის თანამშრომლებს შესთავაზეს სამუშაო რეჟიმის ჩვეულად გაგრძელება, თუმცა მერმა უარი განაცხადა და შენობა დატოვა.
წყარო: „ტაბულა“
კომენტარები