ამერიკის ხმა სააგენტო „როიტერის“ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, ასობით რუსული ტანკი, საბარგო მანქანა და სამხედრო ტექნიკა როგორ მიემართება კიევისკენ. კოლონის სიგრძე 5 კილომეტრს აღემატება.
დღეს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს კომპანია „მაქსარ-ტექნოლოგიები“ ავრცელებს. გადაღების მომენტში ტანკები კიევიდან დაახლოებით 64 კილომეტრში იყვნენ.
კომენტარები