რუსმა ოლიგარქმა და ჩელსის მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის მართვა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა. აღნიშნული უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე მოხდა. გადაწყვეტილება აბრამოვიჩმა მანამდე ლიგის თასზე, ჩელსი-ლივერპულის თამაშამდე მიიღო.
“გადაწყვეტილებას ყოველთვის კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. ახლაც ამ ღირებულების ერთგული ვრჩები. სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობას გადავცემ ჩელსის საქველმოქმედო ფონდს. მე მჯერა, რომ ახლა ამ ორგანიზაციას ყველაზე მეტად შეუძლია იზრუნოს კლუბზე, ფეხბურთელებზე, პერსონალსა და გულშემატკივრებზე”,-წერია განცხადებაში.














კომენტარები