გერმანიამ უკრაინისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა. ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის მთავრობამ ნება დართო ნიდერლანდებს, უკრაინის არმიას გადასცეს გერმანული წარმოების 400 ყუმბარმტყორცნი „პანცერფაუსტი“. გარდა ამისა, ბერლინმა ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს წარმოებული საარტილერიო დანადგარები გადასცეს. ასევე, გამოცემა ირწმუნება, რომ გერმანია უკრაინისთვის 14 ჯავშანმანქანისა და 10 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს. რაც შეეხება უშუალოდ გერმანიიდან იარაღის მიწოდებას, მთავრობის პოზიცია ჯერჯერობით არ შეცვლილა, – აღნიშნულია „ბილდის“ სტატიაში.
კომენტარები