რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. საქართველოს მოქალაქეები უკვე მეორე დღეა თბილისსა და რეგიონებში უკრაინის მიმართ, რუსულ აგრესიას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები. ისმის 2 ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისშიც.
კომენტარები