ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, რუსეთს დამატებითი სანქციები უწესდება:
აშშ-ის მიერ სანქცირებულია 5 რუსულ ბანკი, რომელთა საერთო აქტივიც 1 მილიარდი დოლარია. სანქციები შეეხება რუს ოლიგარქებს და მათი ოჯახის წევრებს. (ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ატარებენ კრემლის პოლიტიკას და ტკივილიც მათ უნდა იგრძნონ – ბაიდენი)
რუსულ ბიზნესებს უწესდებათ შეზღუდვები ტრანზაქციებზე დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში.
რუსეთს ჯარის დაფინანსების და გაზრდის საშუალებაც შეეზღუდება.
სანქციათა ჩამონათვალშია ექსპორტის შეზღუდვა რუსეთში. „რუსეთის ეკონომიკას ეს ძვირი დაუჯდება, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაშიც“ – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
რუსეთის უმსხვილეს ბანკებს (მათ შორის „ვი-თი-ბის“) დაებლოკებათ წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე;
უმსხვილეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს აეკრძალებათ ინვესტიციების მოზიდვა აშშ-სა და ევროპაში;
ბაიდენის თქმით,დამატებითი სანქციები დაუწესდებათ „რუსული ელიტის“ წარმომადგენლებს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მიღებული სანქციები, ირყევა რუსეთის კონკურენციის უნარი 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაში.














კომენტარები