უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
მობილიზაცია 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
24 თებერვალს გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია დაიწყო. დაიბომბა უკრაინის ქალაქები. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 57 ადამიანი, დაიჭრა 169.
ასევე არსებული ინფორმაციით, დიდია დანაკარგი რუსეთის სეიარაღებულ ძალებში, განადგურებულია ათეულობით სამხედრო ტექნიკა. საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.














კომენტარები