• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდესაც ამას ვამბობდი – რუსეთუმე ხარო! ათასი ბინძური იარლიყი მომაწებეს! – ბონდო მძინარიშვილი

ალია ავტორი - ალია
08:34 02-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
330

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს:

„როდესაც მე ვამბობდი, რომ ნატოზე უშედეგო საუბარი ჩვენ ვერაფერს გვმატებს, რუსეთს კი აღიზიანებს მეთქი, – რუსეთუმე ხარო!
როდესაც მე ვამბობდი, რომ დასავლეთის მუდმივი და უშედეგო დაპირებები საფრთხეს უფრო ზრდის მეთქი, – რუსეთუმე ხარო!
როდესაც მე ვამბობდი, რომ დასავლეთი რუსეთს ჩვენ გამო არ დაუპირისპირდება და რეალურად ვერაფერს გააკეთებს მეთქი, – რუსეთუმე ხარ და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებო!
როდესაც მე ვამბობდი, არ არის საჭირო რუსეთის გაღიზიანება მეთქი, – რუსეთუმე ხარო!
როდესაც მე ვამბობდი, რომ ამერიკა ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში სამხედრო მოქმედებებით რეალურად ამ ქვეყნებში დემოკრატიის დამყარებას ვერ მიაღწევს მეთქი, – ეს კრემლისტური ნარატივიაო!
როდესაც მე ვამბობდი, რუსეთმა აქ შემოჭრა თუ გადაწყვიტა, მარტო დავრჩებით მეთქი, – ეს ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდაა და ასეთი საუბარი რუსეთის ინტერესებშიაო!
როდესაც მე ვამბობდი…
გულწრფელად ვამბობდი, წარსულს და აწმყოს ვაანალიზებდი და ფაქტებს ვაჯერებდი, ღიად, ტელეეთერში და არა სადმე, კულუარებში და ამის გამო ათასი ბინძური იარლიყი მომაწებეს!
დღეს კი მთელი დღეა, გაბრაზებული უკრაინელების და აღშფოთებული ქართველების სტატუსებს ვკითხულობ!
ყველაფერი რაც აქამდე მითქვამს, აბსოლუტურად ყველაფერი სოციალური ქსელებიდან და ტელერადიოეთერებიდან იღვრება! უფრო მძაფრადაც!
არ მახარებს ეს ამბავი!
ნამდვილად არ მახარებს!
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ათასობით და ასიათასობით ადამიანს მაინც და მაინც უკრაინის ტრაგედიით უნდა ერწმუნა, რომ ჩვენისთანა ქვეყნები განწირულები არიან და დიდი სახელმწიფოების მანიპულაციური პოლიტიკის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე.
ჩვენ ეს 2008 წელს გამოვიარეთ!
ჩვენს თავზე ვიწვნიეთ!
მე მახსოვს სასოწარკვეთილი სააკაშვილის მაშინდელი ისტერიკა, – არ მიგვატოვოთო!
ახლა უკრაინის სასოწარკვეთილი პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, – ჩვენ მიგვატოვესო!
რუსეთუმეა?!
მიუხედავად გარდაუვალი საფრთხისა, კიევიდან ფეხს არ იცვლის და ყველას ემუდარება, – დაგვეხმარეთო!
წარმოგიდგენიათ, – ნატოს წევრი 27-ვე ქვეყნის პირველ პირს ელაპარაკა და ყველამ თავი შორს დაიჭირა: არავის უნდა რუსეთთან ომი!
პრეზიდენტი ზელენსკი გაოგნებულია: მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვართ, მარტო დავრჩითო! ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა, არც ჩვენი ნატოში მიღება უნდათ და ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მოცემაც ეშინიათო!
არადა, 1994 წელს სწორედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი დაუდგნენ გარანტად უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!
ახლა ეს გარანტიები ვიღას ახსოვს?!
ერთი გარანტორი საერთოდ თავს დაესხა!
დანარჩენი ორი შორიდან იქნევს მუშტებს!
უკრაინა მიატოვეს!
ჩვენც მიგვატოვეს!
მიგვატოვეს 2008-ში და მიგვატოვებენ ხვალაც: ჩვენს გამო არავინ დაიწყებს ომს რუსეთთან!
ახლა რუსეთს სანქციებს მაინც უწესებენ! მაშინ ესეც არ გაუკეთებიათ!
ტროცკისტ-ლიბერალები კი ახლა ამ სტატუსს წაიკითხავენ და ისევ ჩაინიშნავენ ანგარიშ-დანოსებისთვის, – რუსეთუმეაო!
სინამდვილეში კი თვითონ არიან რუსეთის სასარგებლო იდიოტები, მათი ნაწილი კი რუსეთის სპეცსამსახურებს ერთგულად ემსახურება!
და სხვებისთვის რუსეთუმეს იარლიყის მიწებებით ცდილობენ საკუთარი სიბინძურის დამალვას!
ახლა პარლამენტში პოლიტიკური მასკარადის მოწყობა უნდათ, მაგრამ არაფერი გამოსდით!
არც გამოუვათ, რადგან…
რადგან ახლა დიდი სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებული სიფრთხილე, აქამდე რომ არც გვიფიქრია, იმ მასშტაბის სიფრთხილე!“ – წერს სოციალურ ქსელში ბონდო მძინარიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved