ბელორუსის ტერიტორიიდან ოკუპანტების ჯარები ჩერნობილის ზონაში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკომ ფეისბუქზე ავრცელებს.
“ეროვნული გვარდია, რომელიც იცავს რადიოაქტიური ნარჩენების საცავს, წინააღმდეგობას უწევს. თუ საარტილერიო დარტყმები გაანადგურებს ბირთვულ საცავს, რადიოაქტიურმა მტვერმა შეიძლება დაფაროს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორია”, – წერს გერაშენკო.














კომენტარები