უკრაინაში რუსული აგრესიისა და სამხედრო მოქმედებების ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთისკენ მიმავალ თურქულ გემს ჭურვი მოხვდა.
ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატი. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი, ან დაშავებულები არ არიან.
თურქი ბიზნესმენის კუთვნილი გემი “იუპიტერი” მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავდა და მის ბორტზე იმყოფებიან თურქი, უკრაინელი და ფილიპინელი მეზღვაურები.
რუსთავი 2














კომენტარები