მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, კიშინიოვი საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს და მზადაა მიიღოს ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ტოვებენ მეზობელ უკრაინას რუსული თავდასხმის შემდეგ.
„ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ“, – თქვა სანდუმ.
სანდუმ თქვა, რომ მან მოიწვია საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა, რათა გადაწყვიტოს მთელი რიგი ზომები კრიზისის ჰუმანიტარული ასპექტის მართვისთვის.
სანდუმ მოუწოდა ყველა მოლდოველს, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სასწრაფოდ დაბრუნდნენ.














კომენტარები