სამხრეთ კორეა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა ისაუბრა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიასა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ეცეს, ხოლო სამხედრო ძალის გამოყენებას, რომელიც ზიანს აყენებს უდანაშაულო ადამიანებს, შეუძლებელია ჰქონდეს გამართლება.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.














კომენტარები