ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ დროს საქართველო ერთიანი ფრონტით უნდა გამოდიოდეს უკრაინასთან ერთად.
ჩვენი არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ პრაგმატული ინტერესია, რომ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, პრემიერმინისტრის დონეზე საქართველო უნდა გამოდიოდეს ერთობლივი ფრონტით უკრაინასთან ერთად, მხოლოდ ეს ჩაითვლება რამის კეთებად და ამ მოქმედების მიზანი უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საკითხის ინტეგრირება იმ სანქციებში, რომლებიც სულ მალე დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, ახლა დუმილი არის დეოკუპაციაზე ხელის აღების ტოლფასია – აღნიშნა კანდელაკმა.














კომენტარები