• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს..”- სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:30 02-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ის სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. მისი თქმით, ახლა მაინც დარწმუნდა ყველა, რომ 2008 წელს სულ რომ არაფერი ემოქმედა ქართულ მხარეს, აგრესორს შემოჭრისთვის საბაბი არ სჭირდებოდა:

„მე მინდა მოგმართოთ სიტყვით, რომლითაც ჯერ არასდროს მომიმართავს. პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, საქართველოს შემოერთება, რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საკითხი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდა უკანასკნელი ადამიანი, ვინც არსებობს, რაც არ უნდა მექნა მე 2008 წელს, სულ რომ თითი არ გამენძრია, მსოფლიოსთვის არ შემეტყობინებინა, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ზელენკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის, არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად, რამდენი „ბაბაია“ არ უნდა უძახო, არ შველის! ამიტომ ამ ომს თავიდან ვერ ავიცილებდით და ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

ეს არის გადამწყვეტი ამბავი ჩვენთვის. კარგი ამბავი არის ერთი – რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, ალბათ, მიიტაცებს გარკვეულ ტერიტორიას დროებით, მაგრამ ბოლოს და ბევრად უფრო მალე, ვიდრე გვგონია, ეს მიგვიყვანს რუსეთის იმპერიის ჩამოშლამდე და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს გაუქმებამდე. რუსეთმა გადაწყვიტა გაგვაუქმოს ჩვენ ყველა და გამოუცხადა ომი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო დასჯის მას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს დამთავრდება მათი გაუქმებით და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებით. მან მიიტანა იერიში ოდესაზე, ხარკოვზე, სადაც ეგულება დასაყრდენი ძალა, მაგრამ თუნდაც ოდესაში თავის დროზე ბევრი ვიმუშავე, რომ უკრაინული ძალები გაძლიერებულიყო. უკრაინელები არასდროს დავნებდებით. ამას ვამბობ, რადგან უკრაინის პასპორტი მაქვს და ჩემი ცხოვრების, თითქმის, 20 წელი ამ ქვეყანაში მაქვს გატარებული. არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved