აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას განცხადებით ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინელები არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ რუსულ თავდასხმას განიცდიან.
“მთელი მსოფლიო ახლა უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობს, როცა ისინი, უკრაინელები არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ რუსულ თავდასხმას განიცდიან. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას მოიტანს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს. აშშ, მოკავშირეები და პარტნიორები პასუხს გავცემთ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს”, – თქვა ბაიდენმა.
კომენტარები