• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, აბსოლუტურად ერთნაირ სიტუაციაში ვართ – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
18:15 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება, აბსოლუტურად ერთნაირ სიტუაციაში ვართ, -ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი პოზიცია არის მყარი, ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინელი ხალხის გვერდით და უნდა გავიზიაროთ იმ თავისუფალი სამყაროს პოზიცია რუსეთის მიმართ, რომელსაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აანონსებს. აქ დამალვა ღალატის ტოლფასი და შიშის გამოვლინებაა. აქ დამალვა ბოლომდე დაგვაკარგვინებს თავისუფლებას, რომლის დაკარგვისკენ უკვე წლებია „ქართულ ოცნებას“ მივყავართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას, დავიჭიროთ ის პოზიცია, რომელიც არის სწორი. ისტორიის სწორ მხარეს უნდა ვიდგეთ“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ისეთ დონეზე უნდა განხორციელდეს, სადაც მას სერიოზული ზარალი დაეკისრება.

„თავისუფალმა სამყარომ ახალი წესები უნდა დაამკვიდროს, სწორედ ეს ხდება დღეს გეოპოლიტიკაში, ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია დგება იქ, სადაც თავისუფალ განვითარებას, დემოკრატიას, სუვერენიტეტს ემუქრებიან, იქ მთელი სამყარო ერთად უნდა დადგეს. სწორედ ეს ხდება დღეს უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, ის სანქციები, რომელიც დაიწყო, ალბათ, უფრო მეტად გაღრმავდება და შედეგად იქნება ის, რომ რუსეთი აგრესიას გააჩერებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ომი გარდაუვალია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved