გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში, სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას, ვის „სტუმარ-მასპინძელზეც“ გაზრდილები ვართ…“, – აცხადებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი.
ყაველაშვილი ამ კომენტარით 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე მოქალაქეების უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას გამოეხმაურა.
„…და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება. აი, ეს პროვოკაციული ნაწილი, რომელიც პირდაპირ მინდა დავარქვა, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, მათ მივმართავდი, რომ სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ პასუხი რეზოლუციაზე, 2008 წელს ხელი რომ მოაწერეს და საკუთარი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების ჩამოგდებაში. აი, ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დღემდე პასუხი არ გაუციათ“, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.














კომენტარები