რუსეთის სახალხო არტისტი, ლია ახეჯაკოვა პუტინის სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მან დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად ვრცელ ისტორიულ მიმოხილვას დაუთმო, მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ხედავს:
“ ეს “ახალი ისტორიის სახელმძღვანელო“, რომელიც მოვისმინეთ, არის იმ “პუშილინების“, მოტოროლების და მთელი ამ საშინელების დამატება. ჩემი აზრით რაღაც გამოუსწორებელი მოხდა, ეს მართლაც მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას გავს. ეს რაღაც წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი მისი შეუმდგარობისა და სისასტიკის გამო. მეჩვენება, რომ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. როცა ქვეყნის კეთილდღეობის სათავეში არა ეკონომიკა, არამედ სხვადასხვა ძალოვანები დგანან, ძალიან საშიშია.“– ამბობს მსახიობი.
ცნობილი „დარტანიანი“, მიხეილ ბოიარსკი კი ფიქრობს, რომ დონბასის აღიარება იმის გარანტიაა, რომ ომი არ იქნება.
“ვფიქრობ, რომ მშვიდობა დამყარდება. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ არანაირი ომი არ იყოს. დონბასის აღიარება იმის გარანტიაა, რომ ომი არ იქნება. ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ახლა მშვენიერი ფარი გვაქვს, რომელიც ბევრ ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“ – აღნიშნა მსახიობმა.














კომენტარები