„რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო იუწყება, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მიმართებით მიმდინარე მოვლენების გამო სანქცირებულთა სიაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც მოხვდა.
გამომცემლობის ცნობით, სიაში ასევე შედიან რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო და სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი. ასევე ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვიც.
გუშინ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა.














კომენტარები