რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს-ატაშე ანტონ ხალიზოვი ირწმუნება, რომ “ევროპის რაგბის ფედერაციამ საქართველოს რაგბის კავშირს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საქართველოს და რუსეთის ნაკრებების მატჩების უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსის წაშლა მოსთხოვა”.
ფედერაციის ხელმძღვანელობამ Rugby Europe -ს სიტუაციაში გარკვევა სთხოვა. ჩვენ გვიპასუხეს, რომ მსგავსი პუბლიკაციები რეგლამენტის დარღვევაა და დაუშვებელია. Rugby Europe -მ ქართულ მხარეს აფიშის მოხსნა სთხოვა, მათ თხოვნა ჯარიმის პირობებშიც არ გაითვალისწინეს. მსგავსი პუბლიკაციების დაუშვებლობასთან დაკავშირებით Rugby Europe ჩვენს პოზიციას იზიარებს, – თქვა ხალიზოვმა.
ცოტა ხნით ადრე საქართველოს რაგბის კავშირმა საქართველოს-რუსეთი მატჩი უკრაინულ ენაზე დაანონსა, პუბლიკაციის ტექსტის დუბლირება კი სხვა ენებზე არ მოახდინა.














კომენტარები