• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებას, რომ აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მორატორიუმის შესაძლებლობა შესთავაზა

ალია ავტორი - ალია
21:09 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტთან კერძო საუბრებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ უკრაინა მალე შეძლებს ნატოში გაწევრიანებას.

„იმის ალბათობა, რომ უკრაინა უახლოეს პერსპექტივაში ნატოში გაწევრიანდება, არც თუ ისე სავარაუდოა, რაც ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც მათ უნდა განახორციელონ დემოკრატიისა და რამდენიმე სხვა საკითხზე“, – აღნიშნა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ“ ნატოში არ მიიღებენ.

„ჩემს კოლეგებთან ამ საკითხზე ვსაუბრობ. ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რომ რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved