• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:32 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

„მე, ამ შუშის უკან ვდგავარ იმიტომ, რომ ჩვენ არ ჩავაბარეთ თბილისი, იმიტომ, რომ როდესაც გზა ხსნილი იყო და გვეუბნებოდნენ, ოჯახს ხელი მოკიდე და გაიქეცი შენს არარსებულ ანგარიშებთან შვეიცარიის ბანკში, ჩვენ ვთქვით, რომ ვრჩებით და ამ ჰიბრიდულ და ნამდვილ ომში არ ვიქნებით დამარცხებულები. დღეს, ყველა ახსენებს უკრაინა-საქართველოს მაგალითს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის იმპერიამ ცხვირი წაიტეხა. ის, ახლა, საბოლოოდ დასამარდება ჩვენი, ჩემი უკრაინის ტერიტორიაზე. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩემი გული არის იქ. იქ რომ ვიყო ახლა და თქვენ იცით, ისინი ჩემს გადაცემას ითხოვენ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე იარაღით ხელში მე თვითონ ვიდგებოდი, იმიტომ, რომ ახლა, ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება. ყველაფერი დანარჩენი გაიფანტება, როგორც გუშინდელი ნისლი და საქართველო აუცილებლად იქნება გამარჯვებული, გვიყვარს ეს სიტყვა – აუცილებლად გაბრწყინებული და აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ყველა სიღატაკის, უბედურების გადალახვას, რა თქმა უნდა, აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას, ჩვენ ანაკლიას. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved