• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გვცემეს სანამ შეეძლოთ, მკვდრები ვეგონეთ უკვე – მოწმეების ჩვენებები 7 ნოემბრის საქმის პროცესიდან

ალია ავტორი - ალია
18:27 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის შედეგად დაზარალებულები გამოჰკითხეს. მათ აღწერეს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილეებს. გამოკითხვას არ დასწრებია თავად მიხეილ სააკაშვილი – მან სასამართლოს შენობა ბრალდების მოწმეების გამოძახებამდე დატოვა.

“ფეხი არ მაქვს, ჩქარა სიარული არ შემიძლია, ვერ გავიქცევი, მეორე იყო, უხელო იყო ის ბიჭი, არცერთი ხელი არ აქვს. ნამდვილად უყურებდნენ ისინი, რომ მე ვკოჭლობდი, იმას ხელები არ ჰქონდა, ეს შეიარაღებული რაზმი. რკინის ჯოხები მომხვდა თავში, რკინის იყო, ისეთი ხმა ჰქონდა. პროთეზიც მაქვს მე, ცოტა მყარი მასალის პროთეზია და ესეც დაჩეჩქვილი იყო, მერე რომ ვნახე, ესეც რკინის ჯოხებით. გვცემეს სანამ შეეძლოთ, მკვდრები ვეგონეთ უკვე, სამი კვირა სახლში სავარძელში ვიჯექი ვერ ვდგებოდი, ვმკურნალობდი. ექიმთანაც ვერ მივედი შიშით,”-განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ პროცესზე.

“რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხზე მოხვდა ძალიან ძლიერი ძალის მქონე ტყვია. ფეხი ჰქონდა კანზე ჩამოკიდებული, ფეხი დაუმოკლდა 3 სანტიმეტრით. მითხრეს, თუ იმ ღამეს გადაიტანდა, მერე უნდა გველაპარაკა დანარჩენზე. საერთოდ, ამ ტრავმებმა შეიწირა,”-განაცხადა კიდევ ერთმა მოწმემ სასამართლო სხდომაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved