• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
16:55 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმეორედ უვადო შიმშილობის დაწყება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როგორც მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ექიმს შეუშვებენ.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე. რატომ ვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს ტყვეს და არა პატიმარს? ტყვე ხარ, როდესაც 4 კედელში ხარ გამოკეტილი ერთი ადამიანის ნება-სურვილსა და „ხუშტურზე“. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა. ტყვე ხარ, როდესაც კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ გეძლევა. მაგალითისთვის, სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი, შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი. ის, რასაც საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში ითხოვს. მინდა იმედი მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი დაშვებული იქნება, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს“,- განაცხადა მელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved