• რეკლამა
  • კონტაქტი
10:35, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამაკაცებისადმი დაუოკებელი ლტოლვა მაქვს… შევთავაზე სექსი, რაზეც უარი მითხრა მშვიდად” – რას ყვება პიროსი მუმლაძე, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში სცემენ

ალია ავტორი - ალია
15:35 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

მძიმე აღიარება სამონაზვნო პირისგან – პიროსი მუმლაძე 2 დღის წინ თემქაზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ასევე მორჩილი ილარიონ გიგოლაშვილი. ორივე პირი თავს ბერად ასაღებს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს საპატრიარქოს, რომელიც ცოტა ხნის წინ განცხადებით გამოეხმაურა სასულიერო პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.

პიროსი მუმლაძე ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ თემქაზე მომხდარ ძალადობის ინციდენტს წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი, რა დროსაც მოძალადემ, მღვდელმა ილარიონ გოგილაშვილმა ძალით გახადა კაბა და გაპარსა წვერი. მისივე თქმით, ეს მოხდა ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რის შესახებაც მან “კურიერთან” დაწვრილებით ისაუბრა.

“ქუთაისში რაგბისტი ბიჭები გავიცანი. მწვანე ყვავილზე, ეკლესიაში ვიყავი. მეუფე მოვიდა იქ, იოანე და ლოცვა უნდა ჩაეტარებინა. ვინაიდან ღამით დასარჩენი არ მქონდა არსად, ეს ბიჭები შემთხვევით გავიცანი და ვთხოვე, რომ თუ შეიძლება ერთი ღამე მათთან ვყოფილიყავი. მეორე დღეს, ის ბიჭები წასულები იყვნენ და მასპინძელი იყო სახლში, სახლს ვალაგებდით მე და მასპინძელი და მომეწონა ის. მე, საერთოდ, მაქვს მიდრეკილებები ბიჭებისადმი თავიდანვე, ქალებისადმიც, მაგრამ უფრო დაუოკებელი ლტოლვა მამაკაცისადმი მაქვს, ოღონდ ყველასადმი არა – კარგი, სიმპათიური, კარგი ჩაცმული და მსიამოვნებს ასეთი ურთიერთობები და შევთავაზე სექსი, რაზეც მან უარი მითხრა მშვიდად. გავიდა რამდენიმე დღე, ვიყავი სხალთის მონასტერში სადაც მღვდლებმა მიმიღეს ასევე დიდი პატივით, ფულიც მომცეს და შემდეგ ამ საუბარში აღმოჩნდა, თუ ვიცნობ ბერ ილარიონს – ესეც მეუფე იობის აღკვეცილია. კი როგორ არაო, დაურეკეს რომ მოვიდა ბერი პიროსი, თუ იცნობო და კიო ვიცნობო. თუ შეიძლება შენთან მოვიდეს სტუმრადო. მოკლედ, ვუამბე ქუთაისის ინციდენტი და ძალიან გაბრაზდა, გაგიჟდა, გაცოფდა, დანები ამოიღო და ვსიო, ახლა შუბა უნდა გავხადოო. მე მივდიოდი წინა დღეს, პარასკევს, ლოცვაზე, მაგრამ რადგან იქამდე დიდი დრო იყო, წავედი ზღვაზე, მქონდა პანაშვიდიდან წამოღებული საჭმელები (მამაომ მომცა) და ქუჩაში რომ არ მეჭამა, ნაძვებში დავჯექი და მორიდებულად ვჭამდი. მანქანა დგას თეთრი, დაბურული შუშებით, გაიღო კარი და გადმოვიდა ილარიონი, შენო კაბა რატომ ჩაიცვიო, მე ხომ გაგხადეო. წამიჭირა ხელი ყელში და ეს კადრები დევს, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ. კაბა არ შემოუხევია, მაგრამ მეუბნებოდა შენ კაბა რაზე ჩაიცვიო,”- აცხადებს პიროსი მუმლაძე.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved