• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ორშაბათი, 9 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მისცა მიშამ სწორედ არჩევნების წინა დღეს დაჭერის საშუალება ხელისუფლებას და რატომ არ შემოიკრიბა მომხრეები? – “რეალურად, საქმე სრულიად სხვაგვარადაა”

ალია ავტორი - ალია
22:39 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

გიორგი ჯავახაძე, ალია

მიშა სააკაშვილი ისევ ციხეში, ხან ძალიან ცუდადაა, ხან ისე რა ცუდად, ხან ეკონომიკურ პროგრამას წერს, ხან მისი პარტიის შენებას იწყებს ნიკა მელია და წინააღმდეგი სულაც არაა. რაც მეტად ზის მიშა ციხეში, მით მეტად მძაფრდება აზრი, რომ ჩამოიყვანეს მოტყუებით, ჩასვეს და დატოვეს… მეორე მხრივ, რაც მეტად ზის მიშა ციხეში, მით მეტად ამტკიცებენ მისი მომხრეები, რომ მას ეს გზა უნდა გაევლო, ვითარცა “განსაწმენდელი”, ალბათ, თუმცა, ამ გზის ბოლო სადაა, არავინ იცის ჯერ.

რას გვიყვება წყარო, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და უშიშროების ყოფილი თანამშრომელია:

“მგონი, უკვე ყველას დაავიწყდა, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მიშა ამერიკაშიც იყო და დასავლეთშიც და ორივეგან, საკმაოდ მაღალწონიან ადამიანებს შეხვდა. იმის, რომ მიშა მოტყუებით ჩაიყვანეს და ჩასვეს ციხეში – ვის სჯერა? წინა წელს რატომ არ მოატყუეს? ან ნიკა მელიას რაში სჭირდებოდა არჩევნების წინ ციხეში ჩასმული მიშა? რატომ მისცა მიშამ სწორედ არჩევნების წინა დღეს დაჭერის თავი ხელისუფლებას? რატომ არ შემოიკრიბა მომხრეები? საქმე ისაა, რომ არც ამერიკას და არც დასავლეთს არ სჭირდება ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება რუსეთ-უკრაინის ბედი. ის, რომ უკრაინისკენ დარაზმულ რუსეთს ამერიკამ საქართველოს ციხეში მიშა ჩაუსვა  – შემთხვევითი ჰგონია ვინმეს? გარდა ამისა, სწორედ მაშინ, როცა მიშა საქართველოში დაბრუნდა, უკრაინაში კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ზელენსკის უშუალო გარემოცვიდან ხელი დაადეს და ღიად ეძახეს უკრაინაშივე, პირდაპირ ეთერში ქვეყნის მტრები და რუსეთის ჯაშუშები. არც ეგაა შემთხვევითი. დავუშვათ, მიშა არ დაეჭირათ არჩევნების წინა საღამოს და არჩევნების დღეს გამოსულიყო ქუჩაში, შემოეკრიბა მომხრეები და მოეწყო რევოლუცია – იყო ეს რეალური? – იყო. და მერე? რას იზამდა ხელისუფლებაში მოსული მიშა? რაღაცებს იზამდა, კი, რაღაცებს იზამდა და სიტუაცია მეტ-ნაკლებად გარკვეული იქნებოდა, რუსეთს, მეტ-ნაკლებად ზუსტად ეცოდინებოდა, რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა საქართველოში. ახლა კი სიტუაცია უპროგნოზოა. როდის რა მოხდება, არავინ იცის, ქართული ოცნების გუნდი უკვე მეათე წელს იცვლის და ოცნება კი არა, იდეალური ხელისუფლება უნდა ელოდოს რყევებს ამდენი წლის მერე.

ქართული ოცნება კი, ძალიან შორსაა იდეალურისგან. ერთი ნაპერწკალიც საკმარისია. არც ქართული ოცნების უკრაინისადმი მიძღვნილი რეზოლუციაა შემთხვევითი, იმ ფონზე, როცა თურქეთმაც კი ღია მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, საქართველოს ტექსტი არც წყალი იყო, არც ღვინო, არაფერი არ იყო. ისეთივე გაურკვეველი იყო რუსეთისთვის, როგორიც უკრაინისთვის.  პუტინს არ უყვარს გაურკვევლობა, მას ზუსტად უნდა იცოდეს, რას ელოდოს შავი ზღვის რეგიონში და რა ხდება საქართველოში? პრორუსული ძალები აქამდეც ფინანსდებოდნენ საქართველოში, თუმცა, ხელისუფლებაში ვერასოდეს მოახერხეს მოსვლა და ვერც ახლა მოახერხებენ – ეს იცის რუსეთმა, მაგრამ თავის გავლენების გაზრდას მაინც ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, სწორედ ახლა, როცა უკრაინასთან დაპირისპირებაზე ფიქრობს და თურქეთის იმედი თითქმის არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამ მოცემულობაში თურქეთი არ გაცვლის ნატოს რუსეთში. სწორედ ამიტომ სურდა უკრაინასთან დაპირისპირებამდე დაესვა საქართველო ექვსთა კავშირის მაგიდასთან, მანდაც ბუნდოვანი პასუხი მიიღო, უარი მიიღო, მაგრამ თან ამ უარში ჩანდა, ცოტა მაცადე, მე კი მინდა, მაგრამ ხალხი არ მომყვება და ვნახოთო…

სწორედ, ამ ვითარებაში, ამერიკამ და დასავლეთმა აიღო და სააკაშვილი ჩაუსვა საქართველოში, თან ჩაუსვა საკმაოდ გაურკეველი დროით და გაურკვეველი ვითარებით, ბიძია თემურმა კი დაიბარა, მიშა იმდენ ხანს გაძლებს, რამდენიც საჭირო იქნებაო. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ როცა ამერიკა რუსეთის ჯარების გადაადგილებს უკრაინისკენ ადევნებს თვალს და დაზვერვას აწარმოებს, რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენაც მოურბის თვალი და ხმებიც იმის შესახებ, რომ საქართველოც უნდა ელოდოს რუსეთისგან დარტყმას, არც უსაფუძვლოა და არც უმიზეზო. ვისაც ახლა ჩემი ნათქვამი გაუკვირდება, დაფიქრდეს, განა უკრაინაში იმ თანამდებობაზე დასავლეთისა და ამერიკის ჩარევის გარეშე მოხვდა მიშა? განა შეეძლო მიშას, რომელმაც წინასარ დაანონსა საქართველოში ჩამოსვლა, ასე გამოტანტალებულიყო უკრაინადან, რომ ვერც ერთ უცხოურ სპეცსამსახურს ვერ შეენიშნა? თუ გგონიათ, არ ადევნებენ სპეცსამსახურები თვალს მის გადაადგილებას? მართლა გგონიათ, რომ მარტო ჩამოვიდა და იმ მანქანაში, უცნობ მძღოლთან ერთად იყო და დაცვა არ ახლდა? მართლა გგონიათ, რომ რამდენიმე მანქანით არ დაყვებოდა დაცვა? მართლა გგონიათ, რომ იმ ვიდეობის გადაღება და გავრცელება დაცვის ტელეფონით არ შეეძლო? მართლა გგონიათ, რომ მინიმუმ რამდენიმე, უცხოეთში წვრთნაგავლილმა დაცვის წევრმა ვერ მოახერხა ერთი კაცის გადამალვა? ეჭვი გეპარებათ, რომ პროფესიონალები ახლდნენ? ეჭვი გეპარებათ, რომ ისე შემოვიდნენ ქვეყანაში და გავიდნენ, მათზე ინფორმაციაც კი რომ არ გავრცელდა – ეს შემთხვევითია? ხო, მაშინ, რა გითხრათ, ნეტარ არიან მორწმუნენი.”

რას უყვება “ალიას” ორი სხვადასხვა წყარო, რომლებმაც “იმაზე მეტი იციან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია!”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved