ისრაელში მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. როგორც Reuters-ი წერს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ„ომიკრონით“ გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღა შემცირდა.
„ტალღა შესუსტებულია”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება.
ისრაელში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები