• რეკლამა
  • კონტაქტი
02:58, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

კატებზე ზრუნვის ზამთარი- თეგეტას და Animal Project-ის ახალი საინფორმაციო კამპანია

ალია ავტორი - ალია
17:35 02-14-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,752

„თეგეტა ჯგუფმა“ 2022 წელი ზრუნვის წლად გამოაცხადა და ამ მასშტაბურ წამოწყებაში ყველა, ვისაც სიკეთის კეთების სურვილი აქვს, ირგვლივ შემოიკრიბა. კამპანია რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ზამთარი მიუსაფარი ცხოველებისთვის ყველაზე საშიში სეზონია – ახლა, როცა გარეთ ასე ცივა, თეგეტა ავტომფლობელებს დაუცველი ცხოველების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს და მარტივი რჩევების გათვალისწინებით, მათი დაცვისკენ უბიძგებს.
 
„კატებზე ზრუნვის ზამთრის“ იდეა კომპანიას სწორედ სეზონმა უკარნახა. ზამთარში კატები ავტომობილის გახურებულ ძრავსა და საბურავებში ცდილობენ მოკალათებას – ასე გაურბიან სუსხსა და სიცივეს. ავტომობილის მძღოლების უმეტესობამ კი შესაძლოა უნებლიეთ ცხოველები დააზიანოს.  სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, თეგეტამ  “Animal Project”-თან ერთად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია „კატებზე ზრუნვის ზამთარი“ წამოიწყო.

“ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა თეგეტას ზრუნვის კამპანიის გაგრძელებაა. იმისთვის, რომ ჯანსაღ, განვითარებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებისთვის აქტუალური თემების მხარდაჭერა თეგეტას მსგავსი, დიდი კომპანიების პასუხისმგებლობა გვგონია, სწორედ ამიტომ ჩვენი და Animal Project-ის თანამშრომლობა რამდენიმე პროექტს მოიაზრებს. ერთიმხრივ, ეს არის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ამ ეტაპზე ზამთრისთვის ყველაზე აქტუალური და ჩვენს საქმიანობასთან ახლოს მყოფი — მანქანებში შეფარებული მიუსაფარი კატების გადარჩენა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრები კატების სტერილიზაციას და მათთვის სახლების, ზრუნვის წერტილების მოწყობას გულისხმობს.
საინფორმაციო კამპანია სოციალური ქსელის გარდა ჩვენს ფილიალებსაც მოიცავს, სადაც მომხმარებელს ზამთრის თანმდევი რისკის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას და ფლაერის სახით ვატანთ რჩევებს,  როგორ შეუძლიათ იზრუნონ მიუსაფარი კატების უსაფრთხოებაზე
” – ამბობს ნათიკა ბერძული, “თეგეტა ჰოლდინგის” სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.


 
მიუსაფარი ცხოველების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დეტალურად არც ის ვიცით, რამდენი კატა ეწირება გაუფრთხილებლობას, თუმცა  არაოფიციალური ცნობით, საქართველოში ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში მანქანას შეფარებული ასამდე კატა იღუპება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ფისოების გადასარჩენად თეგეტამ და “Animal Project”- მა რამდენიმე მარტივი რჩევა შეიმუშავეს, რომლის შესასრულებლად ერთ წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ. 
 
• მანქანის დაძვრამდე საბურავები და წინა ხუფი შეამოწმეთ და დარწმუნდით, ავტომობილში კატა ხომ არ იმალება;
 • ძრავის ამუშავებიდან დაძვრამდე 10-მდე დათვლაც საკმარისია, რომ ავტომობილში დამალულმა კატამ გამოსვლა მოასწროს;
 • მართვისას თუ მანქანიდან კატის კნავილი ისმის, საჭიროა ძრავის გამორთვა და ავტომობილის შემოწმება, რადგანაც შესაძლოა კატა ვერ ახერხებს ძრავიდან გამოსვლას.


 
Animal Project-ისა და თეგეტას ცხოველებზე ზრუნვის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი ფისოების სტერილიზაციაა. პროცესი დედაქალაქს გასცდა, მოიცვა ქუთაისი, გორი, რუისი და ბოლნისი, სადაც 100 კატის სტერილიზაცია მოხდა.

 
„კატები და ძაღლები საუკუნეების მანძილზე ადამიანის კომპანიონი ცხოველები არიან. მათი ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები არ არის ურბანული  ქუჩა, მაგისტრალები, თუ დაუსახლებელი ტერიტორიები. ყველა ძაღლი და კატა უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთან ერთად. საქართველოში არსად აღირიცხება და არავისგან კონტროლდება კომპანიონი ცხოველების (ძაღლების და კატების) პოპულაცია, შესაბამისად მრავლდება იმაზე მეტი კატა, ვიდრე არსებობენ ადამიანები, ვისაც მათი აყვანა სურს.  ასეთი კატები ხვდებიან ქუჩაში და უწევთ უმძიმეს პირობებში არსებობა. სტერილიზაცია–კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას’’ – ამბობს ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი.

ცხოველებზე ზრუნვისთვის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი ფისოებისათვის სახლების დადგმაც იგეგმება. თბილისის სხვადასხვა უბანში კატებს მალე ახალი თავშესაფარი ექნებათ. პირველ ეტაპზე სულ 10 სახლი განთავსდება.

“Animal Project”-ი ცხოველების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში მათი კეთილდღეობისთვის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. თეგეტასთან მათი მეგობრობაც რამდენიმე თვეა დაიწყო. კომპანია ზრუნვის პლატფორმაზე, tegeta.care, ადვილად იძებნება და დახმარების მსურველებისთვის მთელი წელი ხელმისაწვდომია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved