• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იმდენად თვალსაჩინოა განსხვავება აცრილ და აუცრელ ოჯახის წევრებს შორის, ბრიყვი უნდა იყო, ვერ დაინახო – ვიკა ბუკია პრემიერის განცხადებას ეხმიანება

ალია ავტორი - ალია
15:44 02-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

ტელეჟურნალისტი ვიკა ბუკია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ვაქცინა არ მუშაობს, ძალიან ემოციური პოსტით ეხმაურება. ის და მისი ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა, კოვიდს ებრძვიან.,,გუშინ ძალიან გაგვიჭირდა. საერთოდ არ ვაპირებდი ამ ამბებით თქვენს შეწყენას კოვიდით დაღლილ-დაინფცირებულ გარემოში, მაგრამ ამასობაში ჩემი პრემიერი კლასიკურ ანტივაქსერად ჩამოყალიბებულა და უთქვამს, აცრა არ მუშაობსო.გუშინ მთელი ღამე ბუბის სიცხე ვერ დავუგდე. ვერაფრით. ნუროფენი-პანადოლი-სანთლები-დაზელვა. მსგავსი შემთხვევა არ მქონია. სანამ ბუბის ვეფოფინებოდით, ნინიას ჰქონდა კრუპის შეტევა. არც მინდა, ვიფიქრო, რა მოხდებოდა, ოთახში რომ არ შევსულიყავით მასთან. ნინია და ბუბის შორის დავრბოდით მთელი ღამე. ვრეკავდით სასწრაფოში და პედიატრებთან. მორიგე პედიატრმა თქვა, ბავშვებს ძალიან უხეშად უტევს ვირუსიო. რაღაც მომენტში ძალიან უძლურად ვიგრძენი თავი.4 შვილის დედას რამდენი ღამე მექნება გათენებული ჩემი სიცხიანი შვილებისთვის, ვინ მოსთვლის და ასეთი შემთხვევა არ მქონია. ოჯახის დანარჩენი წევრები აცრილები ვართ. სურდოც გვაქვს, სიცხეც და ცემინებაც, მაგრამ არ ვიხრჩობით და არც სიცხის დაწევა გვიჭირს. ერთი მთლად უსიმპტომო გვყავს. იმდენად თვალსაჩინოა განსხვავება აცრილ და აუცრელ ოჯახის წევრებს შორის (აუცრელები ბავშვები არიან), ბრიყვი უნდა იყო, ვერ დაინახო.ბატონო პრემიერო, მე მაინც მგონია, რომ მუშაობს აცრა. სულ ეს მინდოდა,  მეთქვა. კოვიდზე. აწი ხმას არ გავიღებ, რასაკვირველია. კოვიდზე არაა ეს პოსტი. პრემიერის უპასუხისმგებლო განცხადებაზეა”.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved