• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოვუწოდებთ ოცნებას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი, მათ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს – ბერდია სიჭინავა

ალია ავტორი - ალია
15:04 02-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

მოვუწოდებთ ოცნებას, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატის მხარდაჭერისკენ, მნიშვნელოვან პოზიციებზე კი, მათ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. დღეს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს. ბერდია სიჭინავას თქმით, ბოიკოტის გამო, საკრებულო ვერ მუშაობს.

„საკრებულო ვერ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერ ფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობასა და ზუგდიდელების ყოველდღიურობაზე“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი.

„გასულ კვირას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული პროცესები, თუ როგორ ცდილობდა „ოცნება“, უნიჭო არგუმენტებითა და „პროცედურული ომით“ აეხსნა მუნიციპალიტეტის საბოტაჟი და მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. „ოცნების“ ლიდერების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“.

ჩვენმა პარტიამ ღიად მოვუწოდეთ „ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენისკენ სენაკში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით ოღონდ ეს კრიზისი დასრულებულიყო. თუმცა, მათ შორის, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი. პრინციპი, რომლითაც ვმოქმედებთ ყველა მუნიციპალიტეტთან მიმართებით არის ორი – საკრებულოებში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და მუნიციპალური კრიზისის არდაშვება. ორივე პრინციპი „ოცნებისთვის“ არის მიუღებელი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved