მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა რეჟიმი დაუმძიმა და ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ საკაშვილი ცნო დაზარალებულად, რის საპასუხოდაც ხელისუფლებამ გადადგა ახალი რეპრესიული ნაბიჯი და ნაცვლად იმისა, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, მან განუცხადეს, რომ კუთვნილი პაემნის უფლებით ის ვერ ისარგებლებს და თეშ მხოლოდ ერთხელ ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრს, რაც არის პატიმრობის კოდექსის უხეში დარღვევა, – თქვა ბექა ბასილაია.
კომენტარები