„ეს სომეხი ხალხის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაა“, – ასე გამოეხმაურა სომხეთის დამსაქმებელთა კავშირის პრეზიდენტი გაგიკ მაკარიანი საქართველოს გავლით სომხური იოგურტის, სახელწოდებით „მაცუნი“, ტრანზიტის აკრძალვას. ინფორმაციას zarkerak.am ავრცელებს.
„ეს არის სომეხი ხალხის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა. ეს არის პროდუქტი, რომელსაც სომეხი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა, მას აქვს საკუთარი ორიგინალობა, ხალხის აღიარება, რაც მთავარია, ეს ფაქტი ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის“, – განაცხადა მაკარიანმა.
მისი თქმით, სომხეთიდან სხვადასხვა სახის რძის პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება და მას ხშირად გამოგონილი სახელწოდება აქვთ, რადგანაც „ვიღაცამ მეზობელი ქვეყნიდან ეს სახელი მიითვისა“.
„მაცუნი მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს არის საუკუნოვანი კულტურა. აზერბაიჯანელებმა და თურქებმა უკვე მოგვპარეს ტოლმა, ლავაში, ახლა კი საქართველოს უნდა, რომ „მაცუნი“ მიითვისოს. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. მოვუწოდებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს, რომ ინტელექტუალური საკუთრების და პატენტების შესახებ კანონმდებლობას გადახედოს და სახელმწიფო ინტელექტუალური საკუთრება შესაბამისი დოკუმენტებით გაამყაროს“, – ამბობს მაკარიანი.
იხ. სრულად: pia.ge
კომენტარები