• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“14 თებერვლისა და რომის კატაკომბებში შეყვარებულთა ხელშემწყობი კეთილი ვალენტინის შესახებ, ჩემმა თაობამ, სკოლის ასაკში არაფერი იცოდა. გოგოები და ბიჭები ორ დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს”-თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
13:20 02-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“14 თებერვლისა და რომის კატაკომბებში შეყვარებულთა ხელშემწყობი კეთილი ვალენტინის არსებობის შესახებ, ჩემმა თაობამ, სკოლის ასაკში არაფერი იცოდა. გოგოები და ბიჭები ორ დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს, ჯერ ჩვენ შევაგროვებდით ხოლმე ფულს 23 თებერვლისთვის და რაღაც, ბავშვურ სუვენირებს ვყიდულობდით, ორი კვირის შემდეგ ბიჭები იმეორებდნენ იგივეს, ოღონდ ჩვენ, სუვენირთან ერთად, თითო კონა ყოჩივარდას და ღია ბარათსაც ვიღებდით, სადაც ძირითადად კარგად სწავლას გვისურვებდნენ. ვალენტინობის დღის არცოდნით მე პირადად ბევრი არაფერი დამიკარგავს, რადგან იმხანად პოპულარობის პიკზე მყოფი ხულიო იგლესიასი ჩემთვის გულის ფორმის ბომბონების გამომგზავნი და სანთლების შუქზე რომანტიკული საღამოს მომწყობი არ იყო, სხვა ბიჭები მე არ მაინტერესებდა და ყველა შემთხვევაში უსაჩუქროდ დარჩენა მელოდა.

მას შემდეგ ოთხი ათეული წელი გავიდა, ჩვენ „მაშასადამე ევროპელები“ გავხდით, ანუ ვალენტინობას აღვნიშნავთ, სიკრეტ სანტას ვთამაშობთ, ბლექ ფრაიდეის ველოდებით და 37 ევროდ მილანში დავფრინავთ. სიყვარული საუკეთესო ბიზნესად იქცა, ზოგი ყიდის, ზოგი ყიდულობს. თვითონ კი ვერ ხვდებიან, მაგრამ სხვის თვალში განსაკუთრებით სასაცილოები ის მყიდველები ჩანან, ერთ ავტობუს ცოლ-შვილს რომ დაყრიან და ახალ პასიას მისდევენ, „ტომი და ჯერიში“ ტომი რომ თეთრ, ფუმფულა გოგო კატას დაინახავს და თვალები გადმოუცვივდება ისე. ხოლო თუ სადმე ის რომანტიკოსები ხართ დარჩენილი, ხვალ ერთ კონა ყოჩივარდას რომ მიუტანთ შყვარებულს გულისჯიბით, ისიც გულისფანცქალით გელოდებათ, თქვენი წასვლის შემდეგ იმ ყოჩივარდებს წიგნში ჩადებს, გაახმობს და ნახევარი საუკუნის შემდეგ შვილიშვილებს აჩვენებს, ღმერთს მადლობა შესწირეთ, მაგრად ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები და გაუდექით ცხოვრების გზას.

ჩემთვის 14 თებერვალი არაფრით განსხვავდება 17-სგან. საჩუქრის მიღება წელიწადის ნებისმიერ დღეს მსიამოვნებს, სიყვარულის დღე კი ერთის მაგივრად ორი მაქვს: 21 მაისი და 11 აპრილი, ამ დღეებში გავიცანი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულები, რომელთა ფასი არც იქამდე მყოლია ვინმე და არც აწი მეყოლება”, – წერს გვასალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved