საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი” “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, სოსო ჯაჭვლიანის იმ სკანდალურ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, მოქმედი ხელისუფლების დროს მას საკუთარ საძინებელში სათვალთვალო კამერები დაუმონტაჟეს.
ქანთარიას თქმით, მან დანამდვილებით არ იცი რამდენად სარწმუნოა სოსო ჯაჭვლიანის განცხადება, მაგრამ ამბობს, მას რომ საკუთარ სახლში სათვალთვალო კამერები აღმოეჩინა, ამაზე ერთ ამბავს ატეხდა.
“რა თქმა უნდა, სოსო განცხადება მოვისმინე და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავვარდი. სოსო ჩემ რიგში იჯდა და ხშირად ჰყვებოდა რაღაცებს, მაგრამ მისგან ამ თემაზე არც ერთი მინიშნება არ გამიგია. მას შეეძლო ეს ამბავი არ დაემალა და ის ჩვენთვისაც გაეზიარებინა. ნამდვილად არ ვიცი, იქ ნამდვილად აღმოაჩინეს თუ არა კამერები, მაგრამ მე რომ აღმომეჩინა კამერები ჩემს სახლში, მეც ნაქირავები მქონდა, თქვენ წარმოიდგინეთ ამის გამო ერთ ამბავს ავტეხდი,” – განაცხადა ქანთარიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა “რეაქციაში” სკანდალური განცხადება გააკეთა. ჯაჭვლიანი ირწმუნება, რომ მას საძინებელში სათვალთვალო კამერები დაუმონტაჟეს.
კომენტარები